იქამდე დავიდნენ, რომ ამბობენ – რაც კარგი ხდება ამას აკეთებს “ქართული ოცნება” და რაც ცუდი ხდება არის უფლის ნებაო. ეს არის მათი ნარატივი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელიც არ აგებს პასუხს, ის უკვე არ არის ლეგიტიმური.
“ქართული ოცნება” გეგმაზომიერად მიჰყვება პოლიტიკას, რაც აქვს, რომ ანგარიშს აგებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გაზონის არგაკრეჭვის გამო ადამიანი გაათავისუფლონ სამსახურიდან, მაგრამ 7 და 5 წლის ბავშვის გარდაცვალება, კორპუსის ჩამონგრევა, 11 ადამიანის გაგუდვა სასტუმროში – ეს არის უფლის ნება. იქამდე დავიდნენ, რომ ამბობენ – რაც კარგი ხდება ამას აკეთებს “ქართული ოცნება” და რაც ცუდი ხდება არის უფლის ნებაო. ეს არის მათი ნარატივი. არ გამოვიყენოთ ეს პოლიტიკური მიზნითო და აბა, რისთვის უნდა გამოიყენო? შეუძლებელია, ადამიანი ცხედრებზე საუბრობდე და ეს იყოს შენი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც არ აგებს პასუხს, ის უკვე არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება”, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.