წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია წერს.
ის სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
“წარმოიდგინეთ, შეშინებული ივანიშვილი ბიძინას სახე, როდესაც ქალზე კვერცხებით თავდასხმის ბრძანებას გასცემდა და გაიხსენეთ ყოველთვის, როცა ივანიშვილი ბიძინა ღირსებაზე, სამშობლოს სიყვარულზე და ქართულ ტრადიციებზე დაგვიწყებს საუბარს.
ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს”, – წერს გიორგი გახარია.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.