spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიგა ბოკერია – საგამოძიებო კომისიაზე თუ არ დამიბარებენ, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან

პარტია “ფედერალისტების” თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის მიერ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე თუ დაიბარებენ, არ გამოცხადდება და კლოუნადაში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, თუ მას არ დაიბარებენ, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან.

ბოკერიას თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნით, რეჟიმს სურს, რომ დაპირისპირება, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებასა და რეჟიმს შორის, წარმოაჩინოს წინა ხელისუფლებასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შორის დაპირისპირებად.

“კითხვა დამისვეს, დაგიბარეს თუ არაო და ჯერჯერობით მე არ გამიგია, არც მომსვლია [შეტყობინება]… მგონი, არავის მისვლია, მაგრამ საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან და მე არ ვუხსენებივართ.

მე თუ არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა ხომ საერთოდ ლაპარაკი?

არა იმიტომ, რომ ჩემს როლს ვუსვამ ხაზს წინა ხელისუფლების დროს – ამ შემთხვევაში ამას ან რაიმე განსაკუთრებულობას არ ვგულისხმობ, – უბრალოდ, მათი პროპაგანდა წლების განმავლობაში, ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა, ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებსა და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ კონკრეტულ ბრალდებებს ისროდა. ამას დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით. ამ დროს თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, ანუ პირდაპირ თქვენით აცხადებთ, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებებით არჩევთ ამას – ხოლო თუ დამიბარებენ, აქვე დავაფიქსირებ, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებ. ლეგიტიმურიც კი რომ ყოფილიყო, – ან ასეთი მკაფიო არ ყოფილიყო მათი არალეგიტიმურობა მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები