ივანიშვილს სჭირს ფარული ნარცისიზმი. ვერ იტანს ბიძინა ამ მომავალს, ხვდება, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი ცდილობს, მომავალი თაობა მისი ასაკის აზროვნებაში ჩატოვოს.
“ივანიშვილს სჭირს ფარული ნარცისიზმი, ის თავისი თავიდან ამოდის, მათ შორის, ქველმოქმედებას როცა ეწევა, ის ამას იმისთვის კი არ აკეთებს, რომ სხვას დაეხმაროს, არამედ იმისთვის, რომ თვითონ გრძნობს თავს კარგად, ეს ნათქვამი აქვს ჩემთან. მაგრამ ეს იყო მაშინ, დღეს მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამძიმებულია, ეჯავრება ყველა, გაბრაზებულია, რომ ჩვენ არ დავუფასეთ მას რაღაც განსაკუთრებული ღვაწლი, გაბოროტებულია და ამიტომ ცდილობს ის, რომ წარსულის სახელით გაუსწორდეს მომავალს. ბავშვებს რატომ სცემენ? მარტო ის კი არ არის, რომ დააშინონ, არამედ ის მართლა გაბრაზებულია, ის ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში მომავალი გააჩეროს, გაყინოს ყველაფერი და თავის არცთუ მცირე ასაკის ნარატივში ჩატოვოს, იმ მსოფლმხედველობაში ჩატოვოს, სადაც მისი პიროვნულობა ჩამოყალიბდა. ვერ იტანს ბიძინა ამ მომავალს, ხვდება, რომ ამის გაჩერება შეუძლებელია, მაგრამ ძალიან აგრესიულად მოქმედებს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.