spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში

ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამ შეხვედრაზე მივიღეთ საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ  განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტს.

“შეხვედრა უმეტესწილად ეხებოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტს, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლების არცერთი წევრი არ იყო. საქართველოს ეროვნულ ინტერესს აჟღერებს სალომე ზურაბიშვილი. იქ საუბარი იყო ხელახალ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე. ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამ შეხვედრაზე მივიღეთ საერთო ოპოზიციურ ფორმატში არის ის, რომ არავინ მონაწილეობას არ მიიღებს თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას. ვისურვებდი, რომ ეს ფორმატი გახდეს ბევრი სხვა ამგვარი გადაწყვეტილებების.

როგორც საქართველოს მეხუთე  პრეზიდენტზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფაა კატეგორიულად მიუღებელი, ასე საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, რომელიც იყო ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი, ესეც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ. მთავარი თემა სამოქმედო გეგმა და სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები