სალომე ზურაბიშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა მიუნხენში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპელებს და ამერიკელებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია.
“სალომე ზურაბიშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმ შეხვედრებზე, რომელიც გაიმართა მიუნხენში. მან მიაწოდა ევროპელებს, ამერიკელებს ის ინფორმაცია, რაც ხდება ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში.
რაც შეეხება გუშინდელ თავდასხმას, მას სახეზე აღენიშნება მიყენებული ზიანი. ეს არის ამაზრზენი თავდასხმა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს “ქართული ოცნების” აგონიაზე, როდესაც ოპონენტებს თავს ესხმის ორგანიზებულად და პოლიცია ამაზე თვალს ხუჭავს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვდნენ. მთავარი თემა სამოქმედო გეგმა და სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი იყო.