spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა – ეს არის მდაბიო მჩხიბაობა და სატანისტური რიტუალი

შეგიძლიათ ამას რაღაცა სხვადასხვა შემფუთავი სახელები დაარქვათ, პროგრესული და “ევროპული“, მაგრამ ამას აქვს ერთადერთი სახელი – ეს არის მდაბიო მჩხიბაობა და სატანისტური რიტუალი, რომელსაც რასაკვირველია, მასში მონაწილე ადამიანებისთვის ექნება ძალიან მძიმე შედეგები, –  ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა.

“ეს არის საშინელება, ეს არ არის არანაირი პერფორმანსი, ეს არ არის არანაირი გართობა და ეს არ არის არანაირი თამაში, უწყინარი თამაში მით უმეტეს, ან ისეთი თამაში, სადაც ბავშვებიც მონაწილეობენ. ეს არის რიტუალური ქმედება და  რიტუალური ბოროტება, ეს არის სატანისტური რიტუალი. შეგიძლიათ ამას რაღაცა სხვადასხვა შემფუთავი სახელები დაარქვათ, ძალიან მოსაწონი, პროგრესული და „ევროპული“, მაგრამ ამას აქვს ერთადერთი სახელი – ეს არის მდაბიო მჩხიბაობა და სატანისტური რიტუალი, რომელსაც რასაკვირველია მასში მონაწილე ადამიანებისთვის ექნება ძალიან მძიმე შედეგები. იმ სულიერი სამყაროდან, რომელშიც ისინი ესე შედიან, გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ. ამის შემდეგ არის მსხვერპლშეწირვა, შეიძლება კატები შესწირონ მსხვერპლად და შემდეგ კიდევ უფრო უარესი გააკეთონ“, – განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები