ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებდეს. ქვეყანა და მისი ხალხი დაიცავს არსებობის უფლებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინამ გადაიტანა ყველაზე საშინელი სამხედრო შეტევა თანამედროვე ევროპის ისტორიაში და ტოტალური ომის სამი წელი.
“უკრაინელმა ხალხმა და მათმა პრეზიდენტმა უარი თქვეს დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას. ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებდეს. ჩვენ დავიცავთ ჩვენს არსებობის უფლებას“, – აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ სიბიგას პოსტი მალევე გამოჩნდა ამერიკელი ლიდერის დონალდ ტრამპის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებების სერიის შემდეგ.
ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ომის დროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება. ამერიკის ლიდერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა.