აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინასთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“ბატონო პრეზიდენტო, უკრაინას არ “დაუწყია” ეს ომი. რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გზა მშვიდობისკენ ჭეშმარიტებაზე უნდა დაფუძნდეს”, – წერს პენსი.
ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ომის დროს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება. ამერიკის ლიდერმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა.