უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი არის ომის დროს ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი წერს.
“როდესაც ეს ომი დასრულდება, მის სახელს იგივე სულისკვეთებით მოიხსენიებენ, როგორც ჩერჩილის.
დემოკრატიულ სამყაროს მისი ძალიან დიდი ვალი აქვს და ჩვენ დღეს ყველა მის გვერდით უნდა ვიდგეთ”, – წერს რასმუსენი.
President @ZelenskyyUA is one of history’s great wartime leaders. When this war comes to an end, his name will be mentioned in the same breath as Churchill.
The democratic world owes him a very great deal—and we must all stand with him today.
— Anders Fogh Rasmussen (@AndersFoghR) February 20, 2025