უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 თებერვალს აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს კეიტ კელოგს შეხვდა.
“შეხვედრა გენერალ კელოგთან. კარგი საუბარი, ბევრი დეტალი. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების დახმარებისთვის და ორპარტიული მხარდაჭერისთვის უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის ძალა იგრძნოს.
“ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ჩვენი ტყეების დაბრუნების გზა, ასევე უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიები. უკრაინა ამ ომის პირველივე წამიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავხადოთ მშვიდობა საიმედო და გრძელვადიანი, რათა რუსეთი აღარასოდეს დაბრუნდეს ომით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა აშშ-ის პრეზიდენტთან ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ ძლიერი, ნამდვილად სასარგებლო შეთანხმებისთვის.
“ჩვენ შემოგთავაზეთ ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა შედეგის მისაღწევად. ჩვენი გუნდი მზადაა 24/7-ზე მუშაობისთვის. წარმატება აერთიანებს. მსოფლიოში ყველას სჭირდება წარმატება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. მადლობა გენერალ კელოგს მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად ერთად მუშაობისთვის”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.