spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – ეს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურა

მე ველოდები, რომ ეს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურა. საქართველოს შესახებ მოხსენების მომზადება დაევალება ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ორგანოს, –  ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში.

“მე ველოდები, რომ ეს დებატები გაგრძელდება იმით, რომ დაიწყება შესაბამისი პროცედურა. საქართველოს შესახებ მოხსენების მომზადება დაევალება ამ ორგანიზაციის ფარგლებში შესაბამის ორგანოს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ მოხსენების საფუძველზე მომავალში უკვე აღარ  მიიწვიონ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები შესაბამის ფორმატებში. ჩვენ ვნახეთ, რომ განწყობა იხრება სწორედ აქეთკენ.

არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს თანამშრომლობა არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები