25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით არა ახალ ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1921 წლის 25 თებერვალი ყველასათვის ნაცნობი და დასამახსოვრებელი თარიღია.
“1921 წლის 25 თებერვალი ყველას გვახსოვს, ყველამ ვიცით რა იყო. 25 თებერვალს ჩვენ ყველანი ერთად გამოვალთ და ვიტყვით „არა ახალ ოკუპაციას“, „არა რუსულ რეჟიმს!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.