სპორტული კომენტატორის სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ამოღებულია ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი.
ცნობილაძე ჩხრეკას მის აქციებზე დგომას უკავშირებს.
“ამოღებულია ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. მეტი არ ვიცი ჯერჯერობით არაფერი. ამას ვუკავშირებ იმას, რომ სულ აქციებზე ვდგავარ”, – განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.
სპორტული კომენტატორის სანდრო ცნობილაძის სახლში სამართალდამცველები დილიდან იმყოფებიან.