spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გამომძიებელი – დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება

დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სანდრო ცნობილაძის საქმის გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჩხრეკა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

“დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე მოსილი ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ანგარიშების გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას.

ბრალდებაზე არაა საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა”, – განაცხადა გამომძიებელმა ვასილ კაკაშვილმა.

სპორტული კომენტატორის სანდრო ცნობილაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამოღებულია პირადი ტექნიკა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები