რომ არსებობდეს რაიმე მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში, დღეს სანდრო დაკავებული ეყოლებოდათ, მაგრამ კარგად ხედავთ, რომ ის თავისუფლად გადაადგილდება, – ამის შესახებ სანდრო ცნობილაძის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური საქმე.
“რომ არსებობდეს რაიმე მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში, დღეს სანდრო დაკავებული ეყოლებოდათ, მაგრამ კარგად ხედავთ, რომ ის თავისუფლად გადაადგილდება, ის თავისუფლად საუბრობს და მას ვერ აშინებენ. აქედან გამომდინარე, არავითარი მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში არ არსებობს. ის არის აქტიური მოქალაქე, იბრძვის საქართველოსთვის და რამენაირად ამ გამოგონილი მუხლით უნდოდათ, რომ მისი რეპუტაცია შეერყიათ.
სანდროს ბრალი არ წაუყენეს, არ არსებობს ბრალის საფუძველი, შემოვარდნენ უკანონოდ, ჩაატარეს ჩხრეკა და სანდროს არც არაფერი დასამალი არ აქვს. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ლეპტოპი, დისკები. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური საქმე“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
სპორტული კომენტატორის სანდრო ცნობილაძის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამოღებულია პირადი ტექნიკა.