აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია ბორჯომსა და ხაშურში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
მინისტრმა დევნილებს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ასევე დევნილების სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული პროექტების განხორციელებაა.