ყველა დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალასის თქმით, საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს.
“მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენება რეგიონში საგანგაშო მდგომარეობას ქმნის. ყველა ეს დემონსტრანტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ცხადია, რომ ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს, არ არის ევროპის მიმართულებით გადადგმული. ჩვენ მოველით გარკვეულ ღირებულებებს, ნაბიჯებს კანდიდატი ქვეყნებისგან, როგორიც საქართველოა. ნათელია, რომ საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“, – განაცხადა კაია კალასმა.