spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – ხვალ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რუსთაველზე ვიდგეთ, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას

ხვალ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“ხვალ 25 თებერვალია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენი ახლო ისტორიისა, როცა ბოლშევიკური ჯარები შემოდიოდნენ დედაქალაქში, ეს დღე გახდა რუსული ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლო.

ამიტომ ხვალ ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულება, რომ იმავე რუსთაველზე ვიდგეთ ყველანი, რომ ვთქვათ – არა რუსულ ოკუპაციას. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი განაცხადი.

მე თქვენთან ერთად, რუსთაველზე, ხვალ 9 საათზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა 25 თებერვალს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები