spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

არჩილ ჩიქოვანი – როგორც ცენტრალური, ასევე მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

“მეხუთე დღეა, გადაუღებლად თოვს ქალაქ ბათუმში. როგორც საგზაო, ასევე საქალაქო ინფრასტრუქტურის და გადაადგილების კუთხით გვაქვს გარკვეული გამოწვევები. როგორც ცენტრალური, ასევე მეორადი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 საათიან რეჟიმში“, – ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

ბათუმის მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება და 700-ზე მეტი თანამშრომელი.

მისივე განცხადებით, დღეს და ხვალ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

“ამ ეტაპისთვის გაწმენდით ღონისძიებებში ჩართულია 70 ერთეულზე მეტი სპეციალური ტექნიკური საშუალება, ამავდროულად, 700-ზე მეტი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. ყველა შესაბამისი სპეციალური უწყება და ორგანო არის ჩართული აღდგენით სამუშაოებში როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში.

მიმდინარე პერიოდში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს და ხვალ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილიყო. მომდევნო დღეების განმავლობაშიც ნარჩუნდება უამინდობა და 24 საათიან რეჟიმში მუნიციპალურის ყველა სამსახური, სპეციალური ტექნიკა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ტექნიკური მარილი არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები