spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჩოხატაურის მერი – ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, იწმინდება ცენტრალური გზები

ჩოხატაურის მერი დავით შარაშიძე მუნიციპალიტეტში ინტენსიურ თოვასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.

შარაშიძის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, იწმინდება ცენტრალური გზები, ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც, მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა და ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.

“რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა მკვეთრად იმატა.

ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. იწმინდება ცენტრალური გზები. ეტაპობრივად დაიწყება შიდა საუბნო გზების გაწმენდაც.

მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა. ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ყველა სოფელში აღდგენილია.

სასწავლო სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებში ერთი დღით, ხოლო ბაღებში ორი დღით შეჩერდა”, – განაცხადა დავით შარაშიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები