საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„საქართველოს დღესაც ახსოვს ის ტკივილი, რომელიც ბოლშევიკურმა ოკუპაციამ საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკას მიაყენა 1921 წლის 25 თებერვალს. 70-წლიანმა კომუნისტურმა მმართველობამ ვერ მოსპო საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.