spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – დღევანდელი 25 თებერვალი რაღაცით ჰგავს იმდროინდელ 25 თებერვალს, როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა

ხშირად გაიგონებთ, როდის დაგვხმარებია ევროპაო, აი, სწორედ მაგ დროს 26 მაისი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო გერმანიის დახმარება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი 25 თებერვალი რაღაცით ჰგავს იმდროინდელ 25 თებერვალს.

“დღევანდელი 25 თებერვალი რაღაცით ჰგავს იმდროინდელ 25 თებერვალს, როდესაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დამოუკიდებლობის დაკარგვის პირას. მაშინაც უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა.

ჩვენ ახლა ვისმენთ, რომ ჩვენი ე.წ. ხელისუფლება რუსეთს არ ახსენებს და ამ დროს თავს ესხმის ევროპის ელჩს. ხშირად გაიგონებთ – როდის დაგვხმარებია ევროპაო, აი,  სწორედ მაგ დროს 26 მაისი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო გერმანიის დახმარება. გერმანიისგან იყო გარანტიები, რომ ამ სახელმწიფოს აღმშენებლობაში ხელს შეუწყობდნენ და არც თურქეთს და არც სხვას საქართველოს არ დააპყრობინებდა.

ქართველი ხალხი და ელიტები მაშინ მზად იყვნენ ამ დამოუკიდებლობისათვის.  არ უნდა დაგვავიწყდეს ეს”, – განაცხადა ლაშა  ბაქრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები