spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისში 6 ადგილიდან მარში გაიმართა

ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქციები 90-ე დღეა, გრძელდება.

მოქალაქეებმა დღეს მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს და თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან იუნკერების სახელობის მარშები გამართეს.

აქტივისტებს თან სხვადასხვა სახის შინაარსის ბანერები და საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ გაშლილი. ისმის შეძახილებიც.

სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.

პარალელურად, შეკრებილმა აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებენ.

“ჩვენი გმირების წინაშე, ვინც ჯავშნად გვედგა, ვინც ანდერძად დაგვიტოვა სახელოვნად გამარჯვება, ვინც არ დანებდა, ვინც 100 წლის წინ იბრძოლა ჩვენი თავისუფლების მტრების წინააღმდეგ, მათი სულების წინაშე,
რომლებიც დღეს დაგვცქერიან ჩვენ, წარსულის და დღევანდელი გმირების,
•⁠  ⁠49 სინდისის პატიმრის სახელით,
ისტორიისა და მომავლის წინაშე ვფიცავთ:
არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს!
სიტყვით და საქმით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს!
ვფიცავთ – ვიქნებით ერთად!
ვფიცავთ – ვიბრძოლებთ ბოლომდე!”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები