spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზაზა ბიბილაშვილი – მხოლოდ ბრმა მორჩილების ნიშნით არჩევს ივანიშვილი ადამიანებს

ეს ჩვენი ტრაგედიაა. მხოლოდ ბრმა მორჩილების ნიშნით არჩევს ივანიშვილი ადამიანებს, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც თავად სურს.

“ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე არ არის კი არა, რასაც უნდა, იმას აკეთებენ. უნდა, ადამიანებს სახის ძვლები დაამტვრიოს? – აკეთებს, უნდა, რომ ივანიშვილის ხის გადასატანად სახელმწიფოს პარალიზება მოახდინოს და მონებივით პოლიცია, რომ ჰქვიათ მათ გზა გადააკეტინოთ? – აკეთებს. ადამიანები ფეხებზე ჰკიდიათ. კალაძეს უნდა, რომ ფული ჰქონდეს, წილოსანს უნდა, რომ ის 65 მილიონი შერჩეს – სხვა პრიორიტეტები აქვთ. არ აკეთებენ, ვერ კი არა.

ანგარიშვალდებულებას გრძნობენ მხოლოდ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მათ ჩააბარა ხელისუფლება. ვინც ხელისუფლების სახელით გვესაუბრება, რომელი მათგანი მოხვდებოდა მიკროფონთან, რომ არა ბიძინა ივანიშვილი?! მხოლოდ ბრმა მორჩილების ნიშნით არჩევს ივანიშვილი ამ ადამიანებს. ეს ჩვენი ტრაგედიაა”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები