spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – ახალ ხელშეკრულებაში არაა არც 500 მილიონი ოდენობის ვალის, არც პორტებისა და ინფრასტრუქტურის ხსენება, ზელენსკი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა

ზელენსკი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა! იმის გამო, რომ უკრაინის მარაგები უმნიშვნელოა, ამიტომ დასჭირდა ტრამპს უკრაინის მთელი ბუნებრივი რესურსები და ინფრასტრუქტურა  ჩაერთო გარიგებაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტრამპმა ზელენსკისგან მტკიცე უარი მიიღო.

“ტრამპის მიერ მოთხოვნილი 500 მილიონი დოლარის ანაზღაურებას არა თუ უკრაინის, არამედ მსოფლიო მოპოვების შედეგად მიღებული მთელი შემოსავლის მთლიანად მითვისების შემთხვევაში, მის გასტუმრებას დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით 100 წელი დასჭირდებოდა. 2030 წლისათვის იშვიათი ლითონების მოპოვებიდან წლიური შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მზარდი მატების პირობებშიც კი რამდენიმე ათეული წელიწადი დასჭირდება 500 მილიონის გამომუშავებას.

იმის გამო, რომ უკრაინის მარაგები უმნიშვნელოა, ამიტომ დასჭირდა ტრამპს უკრაინის მთელი ბუნებრივი რესურსები და ინფრასტრუქტურა, პორტების ჩართვით ჩაერთო გარიგებაში. ზელენსკისგან მტკიცე უარი მიიღო.

სულ ბოლო ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაში არაა არც 500 მილიონი ოდენობის ვალის, არც პორტებისა და ინფრასტრუქტურის ხსენება. ზელენსკი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა!”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები