spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი.

“მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, ტავ ჯორჯია აეროდრომის ხელოვნურ საფარს  მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა  თოვლისგან  და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტი ნებისმიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად.

ავიაკომპანიებმა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს”, – აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები