spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში

მაქსიმუმი კეთდება პრობლემების მოსაგვარებლად, სირთულეები არის ბევრი, გამომდინარე იქიდან, რომ იყო უპრეცედენტო დიდთოვლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფელ შრომაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თოვლით დაფარულ გზის მონაკვეთებზე აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები.

“ადგილობრივები როგორც ამბობენ, 1972 წელს იყო ბოლოს ამ მასშტაბის დიდთოვლობა რეგიონში. შესაბამისად, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, თუ რამდენად დიდია სტიქიის მასშტაბი. არის თოვლით დაფარული გზის მონაკვეთები და აქტიურად წარიმართება გაწმენდითი სამუშაოები. თავიდან ბოლომდე არის მობილიზებული უკლებლივ ყველა უწყება, გუშინდელი დღიდან უკვე ჯარის ჩათვლით, იმისათვის, რომ ეს სამუშაოები სათანადო ვადებში შესრულდეს. სირთულეები, პრობლემები რჩება, მაგრამ სრული მობილიზაციით განაგრძობენ უწყებები მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები