არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, ბუნებრივია, „ფარას“ ზუსტი ანალოგი კანონის მიღებას საქართველოში არავითარი ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს სოფელ შრომაში განუცხადა.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როცა აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანასა და მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად, NGO-ების გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.
“აშშ-ის მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, მათ შორის, USAID, NED და სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ვითარების ასარევად. ასეთ პირობებში, მით უმეტეს, ალტერნატივა არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას, არ შეიძლება NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.