ევროპარლამენტმა გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ვიმედოვნებთ, რომ აღმასრულებელი ორგანოები იმოქმედებენ სწრაფად, მაგრამ ეს არც ისეთი მარტივია, რადგან მხოლოდ საქართველო არ არის დღის წესრიგში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისივე თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.
“თქვენ ახსენეთ, რომ ევროკავშირი ნელა მოქმედებს. ჩვენ, ევროპარლამენტმა გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. რეზოლუცია იყო ძალიან ძლიერი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მას მხარი 400-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი არ ფიქრობს ასე.
ჩვენ აღმასრულებელ ორგანოებს წარვუდგინეთ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები, ვიმედოვნებთ, რომ აღმასრულებელი ორგანოები იმოქმედებენ სწრაფად, მაგრამ ეს არც ისეთი მარტივია, რადგან მხოლოდ საქართველო არ არის დღის წესრიგში. ჩვენ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის ბევრი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე აქ იმისთვის ვარ, რომ მივიღო უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტად გავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ჩამოვაყალიბო კონკრეტული გეგმა – როგორ უნდა გადაარჩინონ დემოკრატია და საქართველოს ევროპული ცხოვრების წესი, რათა საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე”, – განაცხადა რასას იუკნევიჩიენემ “ტვ პირველთან”.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია. ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება და საქართველოში მიმდინარე პროცესებს განიხილავს.