spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დიდთოვლობამ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

იმერეთში მეოთხე დღეა, ინტენსიურად თოვს.

ამ დროის მონაცემებით, ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს ხარაგაულს, მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარი 2 მეტრზე მეტია.

ელექტროენერგია ამ ეტაპზე 20 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება, ბუნებრივი აირი კი 1 603 აბონენტს.

სასწავლო პროცესი ისევ შეჩერებულია მუნიციპალიტეტების ზოგიერთ სკოლებსა და ბაღებში.

12-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში 75 ერთეული ტექნიკით მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, დილიდან კი პროცესში 158 ერთეული ჩაერთო.

წუხელ გვიან ღამით სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩაერთო თავდაცვის ძალების ტექნიკაც.

შემცირდა ჩაკეტილი სოფლების რაოდენობა და ამ დროისთვის 103 სოფელია გასახსნელი.

იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტეში მოქმედებს ცხელი ხაზი და მოსახლეობას აქვს საშუალება საჭიროებისამებრ დაუკავშირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები