spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცოტნე კობერიძე – სალომე ზურაბიშვილი ყველას უნდა გვესაუბროს, ყველას უნდა ხვდებოდეს

სალომე ზურაბიშვილი ყველას უნდა გვესაუბროს, ყველას უნდა ხვდებოდეს, საღამოს ბრიფინგებიდან კი არა. მიმდინარე უნდა იყოს პროცესი, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე მდგომმა ხალხმა უნდა დაინახოს, თუ რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს მათ გვერდით.

“მე, როცა კომუნიკაციის პრობლემაზე ვსაუბრობ, ვამბობ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ყველას უნდა გვესაუბროს, ყველას უნდა ხვდებოდეს საღამოს, ბრიფინგებიდან კი არა. მიმდინარე უნდა იყოს პროცესი. ყოველ დღე ადამიანი ქუჩაში, რომ დგას, რა მიმდინარე პოლიტიკური მდინარე მიდის მის გვერდზე, ამას უნდა გრძნობდეს, თუ გვინდა, რომ  ხალხი მრავლდებოდეს და სიმხნევე ჰქონდეთ, თუ არა და ეს გაჩერდება. ჩემი პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილიც იყოს აქციებზე”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები