spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე ზურაბიშვილი – გამოვდივარ წინადადებით, რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლს მიენიჭოს ღირსების ორდენი!

მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს, თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს უნდა მიენიჭოს ღირსების ორდენი.

“მოხალისეების ხელშია ეს ქვეყანა! ამ დროს, თურმე კიდევაც აჯარიმებენ პროტესტში და ქვეყნის ყველა გასაჭირში მდგომ ადამიანებს. არა უშავს, სიკეთე გაიმარჯვებს, აღდგომაც მოვა, და თქვენი ყველასი დრო. გამოვდივარ წინადადებით, რომ ყველა ამ მშვიდობიან მებრძოლს მიენიჭოს ღირსების ორდენი! ეს დრო ძალიან მალე მოვა!

პ.ს. ზოგი “ძლიერი სპორტპარლამენტარი” იქ თოვლთან ჭიდილში თვალში ვერ მომხვდა. ბუდუ, მის ოჯახს მადლობა რომ სპორტის და სპორტსმენების სახესა და ღირსებას გვინარჩუნებთ!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები