spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ბრიტანეთის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარეა და ალბათ, უფრო მსუსხავი ეფექტის მომტანი

ბრიტანეთის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარეა და ალბათ, უფრო მსუსხავი ეფექტის მომტანია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის სანქციები ივანიშვილისთვის უფრო მეტად შემაწუხებელი იქნება.

“ბრიტანეთის გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად მგრძნობიარეა და ალბათ, უფრო მსუსხავი ეფექტის მომტანია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. ბრიტანელებს აქვთ არაჩვეულებრივი კოორდინაცია, ისინი კარგად თანამშრომლობენ ამერიკელებთან და ევროპელებთან.

ბრიტანელებმა, რომლებსაც საუბართან ერთად უყვართ ქმედება და გადაწყვეტილებების ქმედებაში გამოხატვა, ძალიან სწრაფად იმოქმედეს და მოკლე დროში დაიწყეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც ივანიშვილისთვის მაპროვოცირებელი იყო, რომ თავისი ქონება გამოეტანა და უფრო დაცული სფეროები ეძებნა.

სასანქციეთა სიას ბრიტანელები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან. მათ აქვთ ერთიანი სისტემა – უსაფრთხოების, თავდაცვის. მათ აქვთ ძალიან მძიმე ეფექტი და ამიტომაც არიან შეწუხებულები ივანიშვილის პარტიაში, მაგრამ ეს შეწუხება რაციონალურ ნაბიჯებში უნდა გადაითარგმნოს, რომელსაც ვერ ვხედავ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები