spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილი – ისეთი გაჭირვებაა გურიაში, გული მოგიკვდებათ, არაფერს ვაჭარბებ, მიდიან იქ გამოწკეპილი 7 000-ლარიანი ტანსაცმლით

ისეთი გაჭირვებაა, გული მოგიკვდებათ, არაფერს არ ვაჭარბებ, კაცო. ახლა იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ნიჩბით ხელში გამოვიდეს, რიჟვაძეს ეჭირა ნიჩაბი, ოღონდ ფულის სახვეტად, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება საქორწილოდ გამზადებული დადის, როცა მოსახლეობას “შემოსკოჩილი ვალინკები” აცვიათ.

“ისეთი გაჭირვებაა გურიაში, გული მოგიკვდებათ, არაფერს არ ვაჭარბებ, კაცო. მიდიან იქ გამოწკეპილი 7 000-ლარიანი ტანსაცმლით. ზოგი ისეთი ოჯახია, 7000 ლარი 10 წლის განმავლობაში არ აქვთ. თუ არ იციან, წამომყვნენ და ვანახებ. ცენტრალური გზა გაუსუფთავეს და ისე დადიან, იმიტომ, რომ დაჯავშნილი მერსედესებით მოდიოდნენ და გზა ხომ უნდა გაეწმინდათ მაგათთვის. საქორწილოდ გამოწყობილები რომ დადიან ამ უბედურებაში, უნდა ნახოთ, ხალხი “შემოსკოჩილი ვალინკებით” დადის.

მივიდა თორნიკე რიჟვაძე და “ემარიაჟა” ხალხს, ჩვეულებრივი ტანსაცმელი, რომ ჩაეცვა არ მიიღებდნენ, თუ რა. მაგათ არ ადარდებთ არაფერი ორი რამის გარდა – ბიძინა ივანიშვილს როგორ შეეტენონ და ფული როგორ მოიპარონ.

ეს ამოდენა თოვლი, რომ დადნება, ლოგიკურია – წყალდიდობა იქნება. ახლა იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ნიჩბით ხელში გამოვიდეს, რიჟვაძეს ეჭირა ნიჩაბი, ოღონდ ფულის სახვეტად”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები