spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება

აქციების დროს დაკავებული 21 წლის მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის მოწმეები დაიკითხნენ, პარალელურად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც გადაისინჯა, თუმცა ძველი გადაწყვეტილება – პატიმრობა  ძალაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

მათე დევიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) აქვს წარდგენილი, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები