spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულტურის კომიტეტმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასა და გამომდინარე კანონპროექტზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განმარტებით, კანონს ემატება რადიომაუწყებლობის ახალი მიმართულება – კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა.

“კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა განიმარტება შემდეგნაირად: ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული რადიომაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და რომლის მიზანი არ არის მოგების მიღება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებლობა ექნება, განახორციელოს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კულტურის სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციას, საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურის სფეროსთან დაკავშირებული შემეცნებითი და მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ძირითად და გამომდინარე კანონპროექტებს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები