spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამთა მიქელაძე – ასეთი დისფუნქციური, დეგრადირებული საჯარო სამსახურები არ არიან უნარიანი, რომ მოსახლეობის საბაზისო ინტერესები დააკმაყოფილონ

ესენი იმიტომ არიან რეჟიმში, რომ გამდიდრდნენ. მათ არ აქვთ პოლიტიკური იდეოლოგია, არ აქვთ რეფორმის დიდი იდეები, თუნდაც ამ რეფორმას არ ვეთანხმებოდეთ, – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჯარო სამსახურები არ არიან უნარიანი, რომ მოსახლეობის საბაზისო ინტერესები დააკმაყოფილონ.

“ესენი იმიტომ არიან რეჟიმში, რომ გამდიდრდნენ. მათ არ აქვთ პოლიტიკური იდეოლოგია, არ აქვთ რეფორმის დიდი იდეები, თუნდაც ამ რეფორმას არ ვეთანხმებოდეთ. ესენი არიან ხარბი, საკუთარ ინტერესებსა და გამდიდრებას ჩაჭიდებული ოჯახები, რომლებიც ამ რეგიონებს აზიან.

სწორედ ამ ავტოკრატიის და საჯარო სამსახურების წმენდის პროცესში, რაც დაანონსდა და მიმდინარეობს, როდესაც სუსის კონტროლის ქვეშ არის ადგილობრივი თვითმმართველობა და არანაირი ავტონომია არ აქვთ, ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი დისფუნქციური, დეგრადირებული საჯარო სამსახურები არ არიან უნარიანი, რომ მოსახლეობის საბაზისო ინტერესები დააკმაყოფილონ”, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები