spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – ჩემი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის ხალხმა შეიძლება მიიღოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის ხალხმა შეიძლება მიიღოს. ასე გამოეხმაურა ის თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სენატორ ლინდსი გრემის განცხადებას.

“ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინის ხალხს შეუძლია”, – განაცხადა ზელენსკიმ  Fox News-სთან.

28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპს შორის მოლაპარაკებების დროს ომის დამთავრების პერსპექტივების შესახებ კონფლიქტი წარმოიშვა.

საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ სასწრაფოდ დატოვა თეთრი სახლი, ლიდერებმა ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას იშვიათი ლითონების შესახებ.

სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ ზელენსკი ან უნდა გადადგეს ან შეიცვალოს, რათა შეერთებულ შტატებთან საქმე აწარმოოს. მან აღფრთოვანება გამოხატა ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის მიმართ.

“მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი ამაყი პრეზიდენტით. მე ძალიან ვამაყობდი, როგორ იცავდა ჯეი დი ვენსი ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამხმარე. ის, რაც ოვალურ კაბინეტში დავინახე, უპატივცემულობა იყო და არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ისევ ზელენსკისთან საქმის კეთებას“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები