spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუბიო – ტრამპს არ სურს პუტინის წინააღმდეგ საჯარო თავდასხმები და შეურაცხყოფა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სურს პუტინის წინააღმდეგ საჯარო თავდასხმები და შეურაცხყოფა, თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, ეს აფერხებს მოლაპარაკების პროცესს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო დასრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, ტრამპს ესმის, რომ პუტინზე თავდასხმა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებენ მას პირადად, პრეზიდენტ ტრამპს აყენებს ისეთ სიტუაციაში, როდესაც ის იძულებულია პუტინზე “შეტევა” მოახდინოს, შეურაცხყოფა მიაყენოს, წამოაყენოს მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის აღდგენისთვის.

როგორც რუბიომ აღნიშნა, ეს ის საკითხებია, რასაც ჩვეულებრივ მოლაპარაკებებში განიხილავენ, მაგრამ “როცა მათზე აგრესიულად საუბრობენ, პრეზიდენტი კი არის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება დებს გარიგებებს, მერე არავინ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან”.

“ამის შემდეგ, იქმნება შთაბეჭდილება, შესაძლოა, ზელენსკის არ სურს სამშვიდობო შეთანხმება. ის ამბობს, რომ მას სურს, მაგრამ შეიძლება ეს ასე არ არის. და მშვიდობის მიღწევის ძალისხმევის ეს აქტიური ჩახშობა ღრმად იმედგამაცრუებელია ყველასთვის, ვინც ჩართული იყო მასთან კომუნიკაციაში ამ შეხვედრის წინ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, ამერიკულმა მხარემ “ფუჭად დაკარგა დრო” შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის.

ოვალური კაბინეტის შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის კომენტარების შესახებ, რომ ზელენსკიმ თანამდებობიდან გადადგომა უნდა განიხილოს, რუბიომ უპასუხა, რომ ტრამპს “ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია”.

სახელმწიფო მდივანმა ასევე უპასუხა წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, რომ ის თავადაც ამბობდა, რომ არ შეიძლება პუტინის ნდობა მოლაპარაკებებში და სწორედ ამ არგუმენტის გადმოცემას ცდილობდა ზელენსკი ოვალურ კაბინეტში საუბრისას და შეიცვალა თუ არა თეთრი სახლის პოზიცია კრემლის ხელმძღვანელის სიტყვებზე ნდობის შესახებ.

“პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ პრესისთვის განაცხადა, რომ ჩვენი მიდგომა იქნება “ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიოს თქმით, ტრამპი “მთელი ცხოვრება დებს გარიგებებს” და რომ ის “არ იქნება რაიმე ყალბი გარიგების მსხვერპლი”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები