აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, შეწყვიტოს უკრაინას ყოველგვარი დახმარება. ეს ასევე ეხება, არაპირდაპირ მხარდაჭერას, – ამის შესახებ The New York Times წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარასკევს, 28 თებერვალს, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, მთელი ამერიკული დახმარება უკრაინისთვის – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გადახდილი საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უახლესი გადაზიდვების ჩათვლით – შესაძლოა, გაუქმდეს უახლოეს მომავალში.
ასევე, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ოვალურ კაბინეტში დავის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, გადაწყვიტოს შეწყვიტოს თუნდაც ირიბი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ასეთი დახმარება მოიცავს სხვა სახის სამხედრო დაფინანსებას, დაზვერვის გაზიარებას, უკრაინელი სამხედრო პერსონალისა და პილოტების მომზადებას და საერთაშორისო დახმარების სამეთაურო ცენტრის შექმნას გერმანიაში აშშ-ის ბაზაზე.
თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის დავის შემდეგ, The Washington Post-მა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება განიხილოს უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, მაგრამ CNN აღნიშნავს, რომ ასეთი რისკები არ არსებობს.