spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მაჭავარიანი – აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო – ოპოზიციამ, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავდა: “შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რუსეთის რაღაც ნაწილები აქ დააბა. ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება”.

მაჭავარიანის განცხადებით, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ყველაფერი, მათ შორის ისიც, როგორ გააბითურა საზოგადოების მცირე ნაწილი იმ ხალხმა, ვისაც პოლიტიკურად ენდობოდნენ.

“რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო – ოპოზიციამ.

აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და პრინციპში არც არის დიდად გასაკვირი.

დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ყველაფერი, მათ შორის, როგორ გააბითურა ჩვენი საზოგადოების ნაწილი (საბედნიეროდ მცირე) სწორედ იმ ხალხმა, ვისაც პოლიტიკურად ენდობოდნენ და მიყვნენ…

“მრცხვენია ქართველობის”, “არა რუსულ კანონს”, “ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ”, “ცეცხლი ოლიგარქიას” და რა მოთვლის, რამდენი მაიდნური და დასპონსორებული სლოგანი აძახებინეს…

დღეს რას ეუბნებიან?..” – წერს მაჭავარიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები