spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტი განთავსდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზუგდიდში გურამ გაბესკირიას ბიუსტი განთავსდება. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

“მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ზუგდიდში, ე.წ. ფრანგულ პარკში, სადაც უკვე შექმნილია საქართველოს ეროვნულ გმირთა (მერაბ კოსტავა, ჟიული შარტავა, გენო ადამია, მამია ალასანია) სახვითი ხელოვნების ქანდაკებების გალერეა, მალე გურამ გაბისკირიას ბიუსტიც განთავსდება”, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გურამ გაბესკირიას ნეშტი 2017 წლის ოქტომბერში გადმოასვენეს და თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები