spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მაკრონი – თუ პუტინს არავინ შეაჩერებს, ის აუცილებლად წავა მოლდოვაში და შესაძლოა, რუმინეთშიც, ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია

ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, წავიდეს მოლდოვაში და რუმინეთში, თუ მას არ შეაჩერებენ. ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ისე, როგორც არასდროს.

“ჩვენს საზღვრებზე გვაქვს გადაიარაღებული და აგრესიული რუსეთი. ის (პუტინი) ახორციელებს ტერორისტულ მოქმედებებს და ფართომასშტაბიან დეზინფორმაციულ კამპანიებს აქ, ევროპაში”, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინს არავინ შეაჩერებს, ის “აუცილებლად წავა მოლდოვაში და შესაძლოა, რუმინეთშიც“.

“ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები