spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ძიგუა – საქართველო გმირებს პატივს მიაგებს და ამ გმირებს შორის გამორჩეულია გურამ გაბესკირია

გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია, – ამის შესახებ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი ძიგუამ ჟურნალისტებს ეროვნული გმირის საფლავთან განუცხადა.

„გმირებს პატივს მიაგებს საქართველო და ამ გმირებს შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია, რომლის დაუმარცხებელი სული, გმირობა მომავალ თაობებს გზას გაუკვალავს და წარუძღვება სამშობლოს მსახურებაში“, – განაცხადა გიორგი ძიგუამ.

მისივე თქმით, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ვნახავთ – გამთლიანებულ საქართველოს.

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები