spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ თავის ისტორიაში უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეთანხმებას მოაწერა ხელი

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს მთავარ შეთანხმებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. 1,6 მილიარდი ღირებულების პროექტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

დღეს, 2 მარტს უკრაინის დელეგაციის ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, მიღწეული იქნა  სტრატეგიული შეთანხმება, კერძოდ, ფართომასშტაბიანი LMM-RapidRanger პროექტის დაწყება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

“ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ 5000-ზე მეტ LMM (Light Multirole Missile) ჩამჭრელ რაკეტებს და გამშვებებს მათთვის“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.

მან განმარტა, რომ LMM არის მაღალი სიზუსტის ჩამჭრელი რაკეტები, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ “შაჰედის” ტიპის დრონებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რაკეტებმა უკვე დაამტკიცეს ეფექტურობა 2022-2024 წლებში ბრძოლებში.

“ეს გარიგება არის ერთ-ერთი უდიდესი უკრაინის ისტორიაში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. პროექტი, რომლის ღირებულებაა 1,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას 2030 წლამდე. ის ფინანსდება სესხით, რომელიც გარანტირებულია ბრიტანეთის სამთავრობო სააგენტო UK Export Finance (UKEF) მიერ”, – განაცხადა უმეროვმა.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ეს პროექტი ბრიტანულ კომპანია Thales-თან, უკრაინულ საწარმოებთან და ბრიტანეთის მთავრობასთან ერთად განხორციელდება.

მან აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდების გარდა, სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება ითვალისწინებს: წარმოების ლოკალიზაციას, ტექნოლოგიების გადაცემას.

უმეროვის თქმით, ეს გააძლიერებს უკრაინის სტრატეგიულ დამოუკიდებლობას საჰაერო თავდაცვის სფეროში.

“მადლობა ბრიტანეთის მთავრობას და ყველა პარტნიორს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარდაჭერისთვის!” – აღნიშნა უმეროვმა.

დღეს ლონდონში უკრაინასთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა. მას 10-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები