spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – საქართველოში ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება მისი ოჯახის წევრების მიერ იანვარში აქ დაფუძნებულ ფირმებზე გადმოფორმდა

საქართველოში ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მიწები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრების, შუშის სასახლე და სხვა, რომლებიც ოფშორულ კომპანიებზე იყო გაფორმებული, მისი ოჯახის წევრების მიერ იანვარში აქ დაფუძნებულ ფირმებზე გადმოფორმდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამან აჩვენა  არა მხოლოდ მშპ-ს ფიქტიური ზრდა, არამედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისაც.

“იანვარში დღგ-ს ბრუნვამ 15 პროცენტით იმატა, ბიუჯეტში დღგ-ს გადასახადიდან შემოსავალმა  კი 1 პროცენტით იკლო. აბსურდია, ხომ?

ასეთივე აბსურდია იანვარში მშპ-ს 11 პროცენტით ზრდა. ეს ზრდა ფიქტიურია და ოფშორების კანონის მიერ ქაღალდზე გაჩენილი ეფექტია.

დღგ-ს ბიუჯეტში კლება მის მთლიანი ბრუნვის ზრდის ფონზე, რითაც იქნა გაანგარიშებული მშპ-ს  მაჩვენებელი, იმას ნიშნავს, რომ ისეთი სახის საქონლის დღგ-ს ზრდა მოხდა, რომელიც ბიუჯეტში გადასახადისაგან თავისუფალი იყო. ასეთი კი არის იანვარში ნახევარ მილიარდ დოლარამდე ღირებულების ივანიშვილის მიერ თითქმის სამი წლის წინ შემოტანილი ნახატების და ქანდაკებების განბაჟება, ასევე ოფშორებიდან  უკვე აქ არსებული ქონების აქაურ ახლად შექმნილ კომპანიებზე ისე გადმოფორმება, რომ დღგ არ გადაუხდიათ.

საქართველოში ივანიშვილის  საკუთრებაში არსებული მიწები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრების, შუშის სასახლე და სხვა სასახლეები და ა. შ., რომლებიც ოფშორულ კომპანიებზე იყო გაფორმებული, მისი ოჯახის წევრების მიერ იანვარში აქ დაფუძნებულ ფირმებზე გადმოფორმდა. ამან აჩვენა არა მხოლოდ მშპ-ს ფიქტიური ზრდა, არამედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისაც. ამ უკანასკნელის შესახებ პირველი კვარტალის შედეგების გამოქვეყნებისას გავიგებთ.

ქვეყანაში, სადაც იანვრის ორი კვირა უქმე დღეებად იყო გამოცხადებული და ეკონომიკური აქტივობა აშკარად შემცირებული იყო სხვა მიზეზების გამოც, მშპ-ს ორნიშნა ზრდა არარეალურია და პოლიტიკური მიზნებითაცაა ნაკარნახევი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები