spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი და კრიტიკული აზრი არის ძალიან პრობლემური

ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი და კრიტიკული აზრი არის ძალიან პრობლემური, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ სულ უფრო ემსგავსება მისი რეჟიმი პუტინის ანალოგს.

“ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი და კრიტიკული აზრი არის ძალიან პრობლემური. მას სურს, რომ მხოლოდ პროპაგანდისტული არხები ფუნქციონირებდნენ და ადამიანებმა ვერ გაიგონ სიმართლე. ამიტომ ემტერება რა ხანია, ივანიშვილი თავისუფალ მედიას და ახლა უკვე დრაკონული კანონებით ცდილობს, რეალურად გააუქმოს და დახუროს თავისუფალი მედიები და განსაკუთრებით ტელევიზიები. ივანიშვილი ამით ამტკიცებს ყოველდღიურად, რომ სულ უფრო და უფრო ემსგავსება მისი რუსული რეჟიმი პუტინის ანალოგს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები