spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა ნათელაშვილი – მივმართე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ყველა დეპუტატს, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ივანიშვილის სანქცირება

მივმართე ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბრიტანეთის ყველა დეპუტატს, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, –  ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მან ივანიშვილთან ერთად მისი გარემოცვის და ოჯახის სანქცირება მოითხოვა ბრიტანეთისგან.

“მივმართე ბრიტანეთის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბრიტანეთის ყველა დეპუტატს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ყველა წევრს, რომ დაუყოვნებლივ სასწრაფოდ განხორციელდეს ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის, მისი დანაშაულებრივი კლანის სანქცირება ბრიტანეთის იურისდიქციაზე დაქვემდებარებულ ოფშორულ ზონებში, ლონდონის ბირჟაზე და ყველა საფინანსო ინსტიტუტში.

ბრიტანეთის სიდიადე აღდგენის სტადიაშია, ამას აჩვენებს გეოპოლიტიკური პროცესები და დარწმუნებული ვართ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეისმენს ქართველი ხალხის ნებას და დაუყოვნებლივ, უმოკლეს პერიოდში მოახდენს ბლოკირებას, რის შემდეგაც ჟანგბადის ყველა არტერეა ოფშორული ზონიდან სამუდამოდ იქნება ჩაკეტილი და საქმე გადაწყვეტილი ისე, როგორც ჩვენი ხალხის ნებას და მსოფლიოს დემოკრატიულ სამყაროს სჭირდება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები