spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდში მონაწილეობს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იმართება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იმყოფება.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების 63-ე რაუნდის ძირითადი თემები იქნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.

„ჟენევაში მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი იწყება, სადაც ქართული მხარე ძირითად ყურადღებას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში უპირობოდ დაბრუნების საკითხებზე გაამახვილებს.

საუბარი ასევე შეეხება ჰუმანიტარული მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და უკანონო დაკავებების ფაქტებს.

განვიხილავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ე.წ. არჩევნების შედეგად არსებულ მდგომარეობას, სოხუმის აეროპორტის გახსნის მიუღებლობას და საოკუპაციო რეჟიმის სხვა დესტრუქციულ ქმედებებს.

გვაქვს მოლოდინი, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გარკვეულწილად პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

დღეს ჟენევაში თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრები იმართება, ხვალიდან კი მოლაპარაკებათა 63-ე რაუნდი ოფიციალურად დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები